Sunday, September 25, 2016

ჩვენი საკვები პროდუქტი - ხორბალი, პური

მერვე დღე

დღეს განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სამი ტიპი: ნიჭიერი მოსწავლეების, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისა და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის შესაბამისი დავალებების მიცემა.
 ასევე შევქმენით გაზეთის შაბლონი, რომლითაც უნდა გავუწიოთ მოსწავლეებს ფასილიტაცია, თუ როგორ უნდა შევქმნათ ელექტრონული გაზეთი.
    ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიო დრაივში

Saturday, September 24, 2016

მეშვიდე დღე

    დღეს ვიმუშავეთ ინდივიდუალური  და კოლაბორაციული შეფასების რუბრიკებზე. გადავხედეთ პროექტის გეგმას და შევიტანეთ შესაბამისი ცვლილებები.

Sunday, September 18, 2016

მეექვსე დღე

      ვიყავით მოსწავლეების როლში, ვისწავლეთ ელექტრონული გაზეთის დამზადება, მოვიძიეთ იფორმაციები ჩვენი პროექტის ირგვლივ და შევიტანეთ ელექტრონულ გაზეთში.
      დავწყვილდით კოლეგასთან, გავეცანით ერთმანეთის პროექტის გეგმას, გაუზიარეთ ერთმანეთს აზრები და მივეცით რეკომენდაციები.

Wednesday, September 14, 2016

მეხუთე დღე

შევამოწმეთ შესრულებული სამუშაოები, მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაციის აწყობა, ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე. გავიგეთ თუ როგორ უნდა მოხდეს ინტერნეტიდან მოძიებული ინფორმაციის განთავსება შაბლობში.

Thursday, September 8, 2016

მესამე დღე

პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანეთ თემა, მოვარგეთ სტანდარტები ჩვენს თემას, შევარჩიეთ 21-ე საუკუნის უნარები და დავწერეთ პროექტის მიზანი.

Sunday, September 4, 2016

მეორე დღე

 დღეს მივიღე ინფორმაცია ბუკლეტის დანიშნულების შესახებ, ვიმუშავეთ ტექნოლოგიების გამოყენებით ბუკლეტების შექმნაზე, გავიარეათ რეგისტრაცია ბლოგზე.